საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

16:50, 27.11.2017

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

კანდიდატურის ინიცირებას ხელს უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი აწერს.

პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის არჩევა 7 დეკემბრამდე მოუწევს.

ომბუდსმენის თანამდებობაზე უმრავლესობამ შვიდ კანდიდატურაზე იმსჯელა, რომელთა შორისაც იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.

მსგავსი