საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას პირველ სექტემბერს გამართავს
საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას პირველ სექტემბერს გამართავს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პირველ სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

„საშემოდგომო სესიიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი უნდა დაიძრას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა, საარჩევნო ცვლილებები და ა.შ. ველოდები, რომ უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ”, – აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ არა სამთავრობო ცვლილებები, ნინო გოგუაძე პასუხობს, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი უმრავლესობის შიგნით ჯერ არ განხილულა.