საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ქუთაისში ხვალისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც აღნიშნული საკითხი განიხილება.

ამ დროისთვის, უმრავლესობაში ოფიციალური კომენტარები პრემიერის კანდიდატურაზე არ გაკეთებულა, თუმცა, როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთ კანდიდატურად მოქმედი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე განიხილება.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს, მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარუდგენს, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.