საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება  
საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება  

საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შესაძლოა, გადაწყვეტილებები აღნიშნულთან დაკავშირებით მომავალ სასესიო კვირაში მიიღონ.

„კონსულტაციები დაწყებულია, გაგრძელდება და ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება უკვე გარკვეული მონახაზი. ალბათ, სასურველია, უკვე მომდევნო პლენარულ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილებები.  მე არ დავიკავებ არც ერთ საპარლამენტო თანამდებობას. დაკავებული ვიქნები პარტიული საქმიანობით და შესაბამისად, ამ პროცესში ხელს შემიშლის რაიმე საპარლამენტო თანამდებობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს ოფიციალურად მიმართეს.

გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასავლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრაზე ჩაგდება გახდა.

დატოვე კომენტარი