საპარლამენტო თანამდებობები მომავალ სასესიო კვირაში დაკომპლექტდება
საპარლამენტო თანამდებობები მომავალ სასესიო კვირაში დაკომპლექტდება

საპარლამენტო თანამდებობები მომავალ სასესიო კვირაში დაკომპლექტდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, ერთკვირიანი ვადა არსებობს, როცა საპარლამენტო უმრავლესობამ კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატები უნდა დაასახელოს.

„ასევე, მოხდება კანდიდატების დასახელება. კონსულტაციები მიმდინარეობს, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს თავმჯდომარის თანამდებობები. რაც შემეხება მე, კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც კომიტეტების თავმჯდომარეებზე, ასევე, ვიცე-სპიკერებზე”, – განაცხადა კახიანმა.

არსებული ინფორმაციით, გიორგი კახიანის კანდიდატურა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე განიხილება.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე გია ვოლსკის კანდიდატურა მოიაზრება.