საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს გამოკითხავს. როგორც სხდომის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ განაცხადა, კითხვები გვექნება უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„დღეს თბილისის პროკურატურის მაღალჩინოსნებთან გვაქვს შეხვედრა, რომლებიც თბილისის პროკურატურას ხელმძღვანელობდნენ მაშინ, როდესაც ხორავას ქუჩის გამოძიება მიმდინარეობდა. ესენი არიან მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე. ჩვენ მათთან კითხვები გვექნება უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც მაშინ არ გადაიდგა და რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა, გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოეხდინა.

ასევე კითხვები იქნება შესაბამის სათანადო თუ არასათანადო საგამოძიებო მოქმედებებზე და ამ ყველაფერში პროკურატურის როლზე. ჩვენ სავარაუდოდ დღეს პროკურატურის ყველა წარმომადგენლის გამოკითხვას ვერ მოვრჩებით და მათთან გასაუბრებას უახლოეს დღეებში გავაგრძელებთ”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს რიგით მე-12 სხდომას მართავს.