საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არასრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავს
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არასრულწლოვან მოწმეებს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში ფსიქოლოგების ჩართულობით გაიმართება.

წინა კვირას საგამოძიებო კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები და თვითმხილველი არასრულწლოვანები გამოკითხა.

საგამოძიებო კომისია მიღებულ ინფორმაციას საქმის მასალებთან ერთად დაამუშავებს, რაც შემდგომ საფუძვლად დაედება კომისიის დასკვნას.

არასრულწლოვნების გამოკითხვა 19:00 საათზეა დაგეგმილი.