საპარლამენტო კომიტეტს თემატური მომხსენებელი ეყოლება
საპარლამენტო კომიტეტს თემატური მომხსენებელი ეყოლება

პარლამენტის კომიტეტის წევრს თემატური მომხსენებელის ფუნქციის შეთავსება მოუწევს.

აღნიშნულ სიახლეს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, 4 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, თემატური მომხსენებელი ვალდებული შესაბამისი თემის მიხედვით კანონპროექტის/საკითხების კვლევასა და კვალიფიციური მოხსენების მომზადებაზე იქნება.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, ასევე, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის წევრი თემატური მომხსენებლის ფუნქციას შეითავსებს.
ინიციატივით კონკრეტდება, რომ თუ კონკრეტულ სამუშაო სფეროში თემატურ მომხსენებლად ყოფნის სურვილს არავინ გამოთქვამს, თემატური მომხსენებლების ვინაობას კომიტეტის თავმჯდომარე თავად განსაზღვრავს.