„საპარლამენტო განხილვებმა ცხადყო, რომ ომბუდსმენის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა“
„საპარლამენტო განხილვებმა ცხადყო, რომ ომბუდსმენის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა“

სახალხო დამცველის კანდიდატის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საპარლამენტო განხილვებმა ცხადყო, რომ ომბუდსმენის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის.

როგორც ჟურნალისტებს ლომჯარიამ განუცხადა, აზრი მუსირებდა, რომ თითქოს ეს მიღებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ განხილვებმა აჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით უმრავლესობაში დისკუსია მიმდინარეობს.

„ხვალ კიდევ ერთი კანდიდატის განხილვა და კენჭისყრა მოხდება და შედეგებს უნდა დაველოდოთ. კონკურენტებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მის გამოსვლებს მოვუსმინოთ. ჩემთვის გიორგი ფოფხაძის საქმიანობა სამოქალაქო აქტივიზმში ცნობილი არ არის. მისი გამოცდილების და მოსაზრებების მოსმენა საინტერესო იქნება”, – განაცხადა ლომჯარიამ.