საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა
საპარლამენტო დელეგაციამ საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნა

საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ დედაქალაქს – ნაფპლიონს ეწვივნენ.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დავით დონდუასთან ერთად, სამხედრო აკადემიის მუზეუმში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნეს.

გამოფენის გახსნას დედაქალაქის მერი – დიმიტრიოს კოსტოუროსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ქართველი მოქანდაკის, გიორგი გოგუას მიერ შექმნილი დიასპორის მონუმენტი ყვავილებით შეამკეს.

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ გივი მიქანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დაძმობილებულ ქალაქებს – ნაფპლიონსა და ფოთს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა. ქალაქის მერი მიესალმა ქართული დელეგაციის ვიზიტს და გამოთქვა მზადყოფნა ფოთთან აქტიური თანამშრომლობისათვის.

ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ ნაფპლიონში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთში 30 ივნისს დასრულდა. შედიოდნენ საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.