საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ბერლინში მიმდინარე კონფერენციაში „მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“
საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ბერლინში მიმდინარე კონფერენციაში „მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“

საპარლამენტო დელეგაცია ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, სერგი კაპანაძისა და ირაკლი აბესაძის შემადგენლობით ბერლინში იმყოფება, სადაც 25-27 სექტემბერს ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი პარლამენტარებისთვის იმართება კონფერენცია „მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: აღმოსავლეთ პარტნიორობა – არსებული რეალობა და სამომავლო გეგმების დასახვა, მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, პარლამენტების როლი უსაფრთხოების გამოწვევების გამოსავლენად და ევროკავშირთან ასოცირებისა და კარგი მმართველობის რეფორმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ღონისძიების მონაწილეები ეწვევიან გერმანიის პარლამენტს და შეხვდებიან შეიარაღებულ ძალებში საპარლამენტო კომისარს, ასევე საპარლამენტო ჯგუფების წევრებს.

დაგეგმილია შეხვედრები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.