საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს
საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, 31 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.

საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, რეგიონში ექვსის ნაცლად სამი საარჩევნო ოლქი მოქმედებს, სადაც სულ საარჩევნო 373 უბანია. უბნები დილის შვიდ საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა რვა საათიდან დაიწყო.

აჭარაში 24 კოვიდუბანი მოქმედებს და თვითიზოლაციაში მყოფი ის მოქალაქეები, რომლებმაც შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს საარჩევნო ადმინისტრაციას, 69 გადასატანი ყუთით შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიის ცნობით,​ აჭარაში 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა დაზუსტებული რაოდენობას მაჟორიტარული ოლქების მიხედვით ასეთია: ბათუმის N28 მაჟორიტარული ოლქი – 147 292 ამომრჩეველი; ქობულეთის N29 მაჟორიტარული ოლქი – 70 837 ამომრჩეველი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს N30 მაჟორიტარული ოლქი – 96 760 ამომრჩეველი.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პოლიტიკური სუბიექტი და მაჟორიტარობის 46 კანდიდატია რეგისტრირებული.