საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს

08:02, 26.10.2024

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 95 910 ამომრჩველია რეგისტრირებული. 42  სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

შვიდი საარჩევნო უბანი გახსნილია საბერძნეთში, ათენში – ოთხი, სალონიკში – სამი; ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილია ექვსი საარჩევნო უბანი, ნიუ იორკში – ოთხი, ხოლო ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში – ერთი; გერმანიაში – ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი, ბერლინში – ორი, მაინის ფრანკრუფრტში, მიუნხენსა და შტუტგარტში – ერთი;

იტალიაში გახსნილია ოთხი საარჩევნო უბანი, რომში – ორი, მილანსა და ბარში – ერთი;

ესპანეთის სამეფოში სამი საარჩევნო უბანია, ერთი – მადრიდში, ორი კი – ბარსელონაში;

აზერბაიჯანში სამივე საარჩევნო უბანი ბაქოშია; სამი საარჩევნო უბანია თურქეთში – ანკარაში, სტამბოლსა და ტრაპიზონში; საფრანგეთში ორი საარჩევნო უბანია, ორივე დედაქალაქ პარიზში.

თითო საარჩევნო უბანია გახსნილი: ავსტრიაში – ვენა, სლოვაკეთი – ბრატისლავა, ჩეხეთი – პრაღა, პოლონეთი – ვარშავა, ლატვია – რიგა, ლიეტუვა – ვილნიუსი, ესტონეთი – ტალინი, უნგრეთი – ბუდაპეშტი, პორტუგალია – ლისაბონი, ნიდერლანდები – ჰააგა, ბელგია – ბრიუსელი, დიდი ბრიტანეთი – ლონდონი, შვეიცარია – ბერნი, ბულგარეთი – სოფია, ირლანდია – დუბლინი, კვიპროსი – ნიქოზია, მოლდოვა – კიშინეუ, ბელარუსი – მინსკი, შვედეთი – სტოკჰოლმი, დანიის სამეფო -კოპენჰაგენი,  ნორვეგია – ოსლო, ფინეთი – ჰელსინკი. სომხეთი – ერევანი, უზბეკეთი – ტაშკენტი, ქუვეითი – ალ ქუვეითი, ყაზახეთი – ასტანა, კატარი – დოჰა, ისრაელი – რამათ განი, ჩინეთი – პეკინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – აბუ-დაბი, კორეა – სეული, იაპონია – ტოკიო, ავსტრალია – კანბერა, კანადა – ოტავა.

მსგავსი