საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, კასპში მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა

17:50, 01.11.2020

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, კასპში მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა.

მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ გაიმარჯვა. მან ხმათა 55% მიიღო. მაისურაძეს მხარი დაუჭირა 12 133 ამომრჩეველმა.

მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ხუთი კანდიდატი. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნუგზარ ნონიაშვილმა ხმათა 32% მიიღო, რაც 7049 ამომრჩეველს შეადგენს. ამასთან, 6% აიღო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ილია კიტრიაშვილმა, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ კანდიდატმა გიორგი ხელაშვილმა და „ლეიბორისტული პარტიიდან“ ოთარ ქოსაშვილმა ხმათა 3% მიიღეს.

კასპში საარჩევნო ყუთთან საკუთარი არჩევანი გააკეთა ამომრჩევლის 57.16%-მა.

მსგავსი