საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - კიწიის უბნებში საკრებულოს შუალედური არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - კიწიის უბნებში საკრებულოს შუალედური არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის კიწიის უბნებში საკრებულოს შუალედური არჩევნები ექსცესებისა და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო დანელიამ განაცხადა, ამ დროისთვის მოსახლეობის აქტივობამ შვიდი პროცენტი შეადგინა.

დღეს მარტვილში, კიწიის თემში ორ საარჩევნო უბანზე საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება. აქ კენჭს ერთადერთი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რობერტ კაკულია იყრის. კენჭისყრა სულ ორ საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც საერთო ჯამში 1103 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მარტვილის გარდა ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებშიც იმართება.