საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხონში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხონში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი გორდაძის განცხადებით, ხონის 55-ე საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ გორდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„ყველა უბანი დროულად გაიხსნა. ამ დრომდე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართება“, – განაცხადა გიორგი გორდაძემ

ხონში სულ 29 საარჩევნო უბანია. რეგისტრირებულია 23090 ამომრჩეველი.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.