საოლქო კომისიის ინფორმაციით, ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს
საოლქო კომისიის ინფორმაციით, ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, მეორე ადგილზე დიდი ალბათობით გრიგოლ ვაშაძე იქნება, – ამის შესახებ ახალქალაქის #40-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა ფანჯაკიძემ განაცხადა.

„ახალქალაქის ნომერ 40-ე საოლქო საარჩევნო ოლქში შემავალი 70-ვე უბანი დაიხურა თავის დროზე. 70-ვე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა მოიტანეს ოქმები, ჩატარდა სხდომა და მივიღეთ ყველა უბნის ოქმი, რომლებიც გადაგზავნილი იქნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და დამუშავების პროცესშია. ჩემი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, მეორე ადგილზე დიდი ალბათობით გრიგოლ ვაშაძე იქნება. წინასწარ ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით, დამუშავების პროცესშია და დაზუსტებული მონაცემები ხვალ გვეცოდინება“, – განაცხადა პაატა ფანჯაკიძემ.