საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

სოფელს, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს, საბავშვო ბაღი 30 წელზე მეტია არ ჰქონია.

ბაღის გახსნას დაესწრნენ დუშეთის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. მათი განცხადებით, საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელში ბაღის გახსნა კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ოკუპაციას არ შეეგუება და მსგავსი ღონისძიებებით მოსახლეობას დაეხმარება.

25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.