საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ზარდიაანთ კარიდან გატაცებულ მირიან თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ზარდიაანთ კარიდან გატაცებულ მირიან თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთ კარიდან გატაცებულ მირიან თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან.

63 წლის მირიან თაზიაშვილი ათი დღის წინ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი და მისი უკანონოდ დაკავების დეტალებზე ოჯახს ინფორმაცია არ აქვს.