რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ამირან მელაძე თავისუფალია
რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ამირან მელაძე თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ამირან მელაძე თავისუფალია. მელაძე ოკუპირებულ ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. ამირან მელაძექართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები მამაკაცი გუშინ დააკავეს. ამირან მელაძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სატაცურს კრეფდა.