რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

12:48, 06.05.2019

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

ამირან მელაძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სატაცურს კრეფდა.

სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

 

 

მსგავსი