საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს

14:35, 06.04.2022

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, უკანონო დაკავება სოფელ აძვთან​​ გუშინ მოხდა.

უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა გიორგი ქუჯოშვილი.

მსგავსი