საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 234 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს.

ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 99 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 505 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 236 და გამოჯანმრთელდა 14 901 ინფიცირებული პაციენტი.