საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის გათავისუფლებას დღეს ელოდებიან
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის გათავისუფლებას დღეს ელოდებიან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის გათავისუფლება დღეს იგეგმება, – ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

სუს-ის ცნობით, დაკავებულების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.

ასევე ცხელი ხაზის ინფორმაციით, დაკავებულების გათავისუფლება 30 აგვისტოს მოხდება.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნული წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუს-ში.

თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს.