საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გიორგი ზარიძე ოჯახს დაუკავშირდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გიორგი ზარიძე ოჯახს დაუკავშირდა

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გიორგი ზარიძე ოჯახს დაუკავშირდა. დაკავებულმა მეუღლეს უთხრა, რომ დღეს გაათავისუფლებდნენ. მარინე ელოშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბრობს, რომ დე ფაქტო რეჟიმის ჯარიმა ჯერ არ მოუთხოვიათ.

„დღეს დამირეკა და მითხრა, რომ დღეს გაათავისუფლებენ. თუმცა, არ გამოუშვით. მითხრა, რომ კარგადაა. ტყეში დააკავეს, შორს არ იყვნენ შესული. ოთხნი დაუკავებიათ. ბავშვი გამოუშვესო. ახალგორში მშობლები მყავს, მაგრამ არ ვიცი, ისინი რის გადახდას შეძლებენ. ველოდებით, ალბათ ხვალ გამოუშვებენ“, – აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

ოკუპირებული ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე რამდენიმე საათის წინ დააკავა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.