საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულის ოჯახის წევრები აბსურდულს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების ​ შესაგროვებლად გადავიდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულის ოჯახის წევრები აბსურდულს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების ​ შესაგროვებლად გადავიდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად იმყოფებოდა, დაკავებულის ოჯახში აბსურდულს უწოდებენ.

სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დე ფაქტო რეჟიმის განცხადებები ღიმილის მომგვრელია. გატაცებულის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ღამურების შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა შესაძლოა, ზეწოლის ქვეშ ისაუბრა ან უბრალოდ, იხუმრა.

ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში, არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა.

დე ფაქტო ხელისუფლება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ღამურების მიმართ ინტერესი 2012 წლიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ლუგარის ცენტრი გაიხსნა“.

ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალებმა 3 ივლისს დააკავეს.