საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლის ინფორმაციით, გახელაძე თავს კარგად გრძნობს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლის ინფორმაციით, გახელაძე თავს კარგად გრძნობს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გუშინ მოინახულა. გახელაძემ წითელ ჯვარს ოჯახისთვის გადასაცემად წერილი გაატანა.

როგორც უკანონოდ დაკავებულის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა, გახელაძე იტყობინება, რომ თავს კარგად გრძნობს.

„გადმოგვცა წითელმა ჯვარმა ზაზას წერილი. ბავშვები მოიკითხა და გვწერს, რომ კარგადაა. ჯერ ფეხი მიწაზე არ დამიდგამსო, წერს. ამას სავარაუდოდ, იმიტომ აღნიშნავს, რომ ჭრილობა ჯერ ბოლომდე შეხორცებული არ აქვს. მგონია, სწორედ ამის გამო გაჭიანურდა წითელი ჯვრის შეყვანა. წერილი მთავრდება სიტყვებით, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და გვეუბნება, რომ ვუყარვართ. წითელი ჯვრის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მხნედ არის და გადაადგილების შესაძლებლობა აქვს. ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია ადვოკატის შესახებ. ოჯახისთვის არაა ცნობილი, ვინაა ადვოკატი“, – ირმა ბუთხუზმა. საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებისას რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაჭრეს.