საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გორში აქცია გაიმართა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გორში აქცია გაიმართა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გორში აქცია გაიმართა. ჩხიკვაძის მეგობრები გორში, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

ისინი აცხადებენ, რომ არანაირი ინფორმაცია დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი მათი მეგობრის შესახებ არ აქვთ და ხელისუფლებას ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას სთხოვენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაგვცეს პასუხი ხელისუფლებამ, რა ქმედითი ნაბიჯები იდგმება მის გასათავისუფლებლად. ძალიან ვწუხვარ, რომ ახალი წლის დღეებში აქ დგომა გვიწევს და ჩვენს თანამოქალაქეებს ჩვენს ქვეყნაში ასე ექცევიან. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ უკანონო პატიმრობაში“, – აცხადებს მამუკა ჩხიკვაძის მეგობარი გიორგი ჟამურელი.

ცენტრალური მოედნიდან შეკრებილებმა სუს-ის შიდა ქართლის დეპარტამენტთან გადაინაცვლეს.

საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძე 10 დეკემბერს დააკავა და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი