საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი მთავრობას მიმართავს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი მთავრობას მიმართავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი მთავრობას მიმართავს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილი ვითარების ფონზე,  ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ.

ისინი მთავრობას მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონახულებას წითელი ჯვარი ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმს ხვიჩა მღებრიშვილის მონახულებაზე თანხმობა არ მიუცია. დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ მათ არც ხვიჩა მღებრიშვილის  ჯანმრთელობის შესახებ აქვთ ინფორმაცია.

ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა ორი თვის წინ დააკავეს. მას სამთვიანი უკანონო პატიმრობა მიესაჯა.