საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 70 წლის ელდარ გუნდიშვილი გათავისუფლებულია

21:00, 28.02.2020

ორი დღის წინ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 70 წლის ელდარ გუნდიშვილი გათავისუფლებულია.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ელდარ გუნდიშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცა. გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ, რის შემდეგაც, ოჯახს დაუბრუნდება.

მსგავსი