საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

რუსმა სამხედროებმა გივი ბერუაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

გივი ბერუაშვილი რუსმა სამხედროებამ სოფელ დიცთან გუშინ დააკავეს. ფაქტის თვითმხილველი თავად დაკავებულის ოჯახი იყო, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 500 მეტრში ცხოვრობს.

საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობდა.