საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური ხანძრები წვიმამ ჩააქრო
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური ხანძრები წვიმამ ჩააქრო

ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელებული მასშტაბური ხანძრები წვიმამ ჩააქრო, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის ახალი კერა ოჩამჩირის რაიონში გაჩნდა, თუმცა ცეცხლი უკვე ჩამქრალია და ვითარება მართვადი და კონტროლირებადია. ოკუპირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ ხანძრის გავრცელების არეალი ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის კერები გასული წლის დეკემბრის შემდეგ გავრცელდა და განსაკუთრებით გალისა და გაგრის რაიონები დააზარალა.