საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, კორონავირუსი მოსკოვიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს დაუდგინდა და ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა. რვა ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, ერთი გარდაიცვალა და 27 გამოჯანმრთელდა.