საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს გამოკვლეული 17 პირიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა

22:11, 11.05.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში დღის განმავლობაში 17 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათგან ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია საოკუპაციო რეჟიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, პაციენტს გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში მანამდე მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ ექვს პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მათგან, ორს – ცალმხრივი პნევმონია აღენიშნება.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი