საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

19:57, 17.08.2019

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათიაშვილმა დაუდასტურა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

მსგავსი