საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფლებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა მთის კანონში ცვლილებებს განიხილავს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფლებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა მთის კანონში ცვლილებებს განიხილავს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფლებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მთის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცვლილებები იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი, რათა სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელის ძირითადი მიზანი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით, 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ამ კანონის ძირითადი მიზანი. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ და დარწმუნებული ვართ, ეს იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.