საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ვასილ სალამაშვილი გაათავისუფლეს
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ვასილ სალამაშვილი გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სოფელ საკორინთლოს მკვიდრი ვასილ სალამაშვილი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტისთვის გახდა ცნობილი.

ვასილ სალამაშვილი დაკავებული იყო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რუსმა სამხედროებმა ვასილ სალამაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.