საოკუპაციო ხაზთან დაკავებული დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე გაათავისუფლეს

20:22, 05.06.2018

რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული  დირბის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე გაათავისუფლეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სასულიერო პირი ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადმოსცეს ერგნეთის საგუშაგოზე.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დღეს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დღეს სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო ხუხაშვილიც დააკავეს, რომელიც კვლავ პატიმრობაში რჩება.

მსგავსი