საოცარი ოპტიკური ილუზია, რომელიც თქვენ თვალწინ გაქრება
საოცარი ოპტიკური ილუზია, რომელიც თქვენ თვალწინ გაქრება

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტი საოცარმა ოპტიკურმა ილუზიამ დაიპყრო.

მომაჯადოებელი ილუზია Reddit-ზე ორი დღის წინ დაიდო და უკვე 48 000-ზე მეტი რეაქცია აქვს.

ფოტოს ნახვის შემდეგ, სულ რამდენიმე წამში იგრძნობთ, როგორ კარგავთ ფერთა აღქმის უნარს.

შეხედეთ ფოტოს ცენტრში გამოსახულ შავ წერტილს და უყურეთ 10-20 წამის განმავლობაში. ფერები თანდათან, პიქსელ-პიქსელ გაუჩინარდება თქვენ თვალწინ.

გავარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში.

ეს ფენომენი, რა თქმა უნდა, შესწავლილია და სახელიც აქვს. უწოდებენ ტროქსლერის ეფექტს — XIX საუკუნის შვეიცარიელი ექიმისა და ფილოსოფოსის, ინას პოლ ვიტალ ტროქსლერის პატივსაცემად.

1804 წელს ტროქსლერმა აღმოაჩინა, რომ როდესაც თვალების ფოკუსირებას ერთ კონკრეტულ წერტილზე ახდენდა, ხედის სხვა ელემენტები თვალთახედვის არეალიდან ნელ-ნელა საერთოდ გადიოდა ან იჩრდილებოდა.

თუ გვსურს გავიგოთ რა ხდება, პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ საკადას მნიშვნელობა. საკადა არის თვალების სწრაფი, უნებლიე მოძრაობა ფიქსაციის წერტილებს შორის მაშინაც კი, როცა ფოკუსი უკვე დაჭერილია. ასეთი სწრაფი მოძრაობები რეტინას სინათლის შემგრძნობ ყველა უჯრედს საშუალებას აძლევს მხედველობის არეალი უმაღლესი რეზოლუციით დაასკანიროს.

მაგრამ ამ მომენტში არსებობს ერთი შეფერხება: თუკი რეტინას ფოკუსირებას მხედველობის არეალის ერთ ციცქნა წერტილზე მოახდენთ (მაგალითად, შავ წერტილზე), რეტინას სინათლის შემგრძნობი უჯრედები მთლიანად გამოყენებული იქნება კონკრეტული უცვლელი სცენისთვის და თანდათან სტიმულებისადმი უგრძნობი გახდება.

ეს სტიმულები დაჩრდილავს და მხედველობის მიღმა გაიყვანს ფონის იერსახეს. ნეირომეცნიერებაში ამ კონცეპტს „შევსებას“ უწოდებენ.

თუკი არ იცოდით, გეტყვით, რომ სწორედ ამ „შევსების“ გამო ვერ ხედავთ თქვენს ცხვირს, მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენი თვალთახედვის ცენტრშია მოთავსებული.

წარმოგიდგენთ კიდევ რამდენიმე ილუსტრაციას, რომლებიც ასევე შეგაგრძნობინებთ ტროლექსის ეფექტს.


მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი