საოცარი კადრები ტორონტოდან - „რეპტორსი“ ჩემპიონობას აღნიშნავს [ვიდეო]
საოცარი კადრები ტორონტოდან - „რეპტორსი“ ჩემპიონობას აღნიშნავს [ვიდეო]

„ტორონტო რეპტორსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2018-2019 წლის სეზონის გამარჯვებულია.

კანადურმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ სუპერფინალური სერია ანგარიშით 4:2 მოუგო და ჩემპიონის ტიტულს ისტორიის განმავლობაში პირველად დაეუფლა. ფინალური სერიის „ემვიპი“ (MVP) კავაი ლეონარდი გახდა. ტორონტოში „რეპტორსის“ გამარჯვებას დიდი ზეიმი მოჰყვა.