ჩილეში, სანტიაგოს ერთ-ერთ ავტობუსის გაჩერებაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩანთაში იყო დამონტაჟებული.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ახლომდებარე ქუჩები გადაკეტილია. პოლიცია ტერაქტის ვერსიასაც განიხილავს.