მადრიდის „რეალის“ სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“ 2025 წელს ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) მატჩს უმასპინძლებს, – წერია „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა ლას ვეგასში გამართულ ცერემონიაზე – სუპერბოულიდან ორი დღით ადრე.
„სანტიაგო ბერნაბეუ“, რომელიც 85 ათას მაყურებელს იტევს, პირველად უმასპინძლებს ამერიკული ფეხბურთის მატჩს.