სანტანდერის „რასინგმა“ გიორგი გულიაშვილი შვიდნომრიანი მაისურით წარადგინა #1TVSPORT
სანტანდერის „რასინგში“ გადასული გიორგი გულიაშვილი ოფიციალურად წარადგინეს „კამპოს დე სპორტზე“. ნაკრების თავდამსხმელი ახალ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიის ჩემპიონატში შესვენებაა, ვაგრძელებდი ვარჯიშს. გუშინ კი ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე პირველად გავედი. სათამაშოდ მზად ვარ.
როდესაც „რასინგისგან“ შეთავაზება მივიღე, ძალიან დავინტერესდი. მინდა, პროექტის ნაწილი ვიყო. ვესაუბრე გუნდის მწვრთნელს, ხოსე ალბერტო ლოპესს, რომელსაც ექნება დრო, რომ ტაქტიკურ სქემაში უფრო ღრმად გამარკვიოს. შაბათს „რასინგის“ მატჩს დავესწრი და ტრიბუნაზე ატმოსფერომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ გუნდის გულშემატკივრები უბრალოდ გამორჩეულები არიან“.