სანქტ-პეტერბურგში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმები კომპენსაციას მხოლოდ მათი ინფიცირების დეტალური გამოძიების შემდეგ მიიღებენ
სანქტ-პეტერბურგში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმები კომპენსაციას მხოლოდ მათი ინფიცირების დეტალური გამოძიების შემდეგ მიიღებენ

სანქტ-პეტერბურგში ინფიცირებულ მედპერსონალს კომპენსაციას მხოლოდ მას შემდეგ გადაუხდიან, რაც მათი ინფიცირების მიზეზის გამოძიება მოხდება და შეფასდება, თუ რამდენად ეკისრება პასუხისმგებლობა თავად ექიმს. ინფორმაციას „მოსქოუ თაიმსი“ ავრცელებს.

სანქტ-პეტერბურგში ჯანდაცვის მუშაკებს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევაში ადგილობრივი მთავრობა 300,000 რუბლის (3 800 დოლარი) ოდენობის კომპენსაციას სთავაზობს. გამოძიების მიზანი იქნება, დაადგინოს, თუ რამდენად საფუძვლიანია მუშაკის მოთხოვნა კომპენსაციაზე. „მოსქოუ თაიმსის“ ინფორმაციით ის, თუ რამდენად არის მედპერსონალი პასუხისმგებელი საკუთარ ინფიცირებაზე, პროცენტული მაჩვენებლით გამოითვლება.

რუსეთში „კოვიდ-19“-ის 145,268 შემთხვევა ფიქსირდება. უკვე მეორე დღეა, ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი დღეში 10,000-ს აჭარბებს.