სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ავტოცენტრის შენობაში ხანძარია
სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ავტოცენტრის შენობაში ხანძარია

სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ავტოცენტრის შენობაში ხანძარია.

როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების ცენტრში იუწყებიან, ცეცხლი პრიმორსკის რაიონში მდებარე შენობაში გაჩნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი დიდ ფართობზე არ არის გავრცელებული.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ცნობები არ ვრცელდება.