სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

სანქტ-პეტერბურგის წმ. გიორგის სახელობის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ინტენსიური თერაპიის პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საავადმყოფოდან 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, სასუნთქი აპარატები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და ხანძარი ერთ-ერთ აპარატზე მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფო მარტის შუა რიცხვებიდან „კოვიდ-19“-ის პაციენტების მისაღებად აღჭურვეს.