სანკტ-პეტერბურგის მთავარი აეროპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა
სანკტ-პეტერბურგის მთავარი აეროპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა

სანკტ-პეტერბურგის მთავარი აეროპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო აცხადებს, რომ ფინეთის ყურის თავზე განადგურებულია „საჰაერო სამიზნეები“.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, აეროპორტ „პულკოვოს“ ფუნქციონირება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დაახლოებით, ერთი საათით შეიზღუდა.

მოგვიანებით ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ლომონოსოვის რაიონში ამოქმედდა ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები. შედეგად განადგურდა რამდენიმე სამიზნე. მისივე თქმით, მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, მანამდე სანკტ-პეტერბურგში აფეთქება მოხდა, რასაც საცხოვრებელ სახლთან დრონის შეჯახებას უკავშირებენ.