სანიოლმა გიორგი კვერნაძე გამოიძახა - საქართველოს ნაკრებმა მზადება შეცვლილი შემადგენლობით დაიწყო #1TVSPORT
სანიოლმა გიორგი კვერნაძე გამოიძახა - საქართველოს ნაკრებმა მზადება შეცვლილი შემადგენლობით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება შეცვლილი შემადგენლობით დაიწყო.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „გრაცერთან“ მიღებული ტრავმის გამო „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს თურქეთსა და ბულგარეთთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება – 29 წლის ფეხბურთელს დამატებითი კვლევები თბილისში, ნაკრების სამედიცინო შტაბის ჩართულობით ჩაუტარდა.

კიტეიშვილის ნაცვლად ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი დებიუტანტი, იტალიური „ფროზინონეს“ თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), საბა ხვადაგიანი („მაკაბი“ ნეთანია, ისრაელი);

ნახევარმცველები და თავდამსხმელები:  გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნი და ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, 7 სექტემბერს კი „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.