სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვეკუას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვეკუას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.