„სანი“ - „ტოტენჰემთან“ და „სიტისთან“ წაგების შემთხვევაში სოლსკიაერს გაუშვებენ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ უახლოეს დროში შეიძლება პოსტიდან დაითხოვონ.
გაზეთ „სანის“ინფორმაციით, 46 წლის ნორვეგიელს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაატოვებინებენ, თუ მისი გუნდი ორ უახლოეს შეხვედრას წააგებს. 4 დეკემბერს, „მანჩესტერ იუნაიტედი” „ოლდ ტრაფორდზე“ მიიღებს „ტოტენჰემს“, 7 დეკემბერს კი მანჩესტერული დერბია „სიტის“ წინააღმდეგ. ორივე შეხვედრა პრემიერლიგის რანგში გაიმართება.
სოლსკიაერმა შეახსენა ფეხბურთელებს, რომ „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა და ის ძალიან მოტივირებული იქნება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.